კავკასიის უნივერსიტეტმა სერვანტესის ინსტიტუტთან თანამშრომლობით მოიპოვა დელეს საგამოცდო ცენტრის გახსნის უფლება, შესაბამისად აღნიშნული საგამოცდო ცენტრი, საქმიანობის ფარგლებში უზრუნველყოფს ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდის ორგანიზებას.
საერთაშორისო გამოცდაზე დარეგისტრირება შეუძლია, როგორც ქართველ ისე უცხოელ აპლიკანტებს, რომლებსაც სურთ ესპანური ენის კომპეტენციის შემოწმება და საერთაშორისო სერტიფიკატის მიღება შემდეგ საფეხურებზე: A1, A2, B1, B2, C1, C2.
გამოცდაზე რეგისტრაციის ბმული, განთავსდება გამოცდის თარიღის გამოცხადებისთანავე.
