2023-24 Global Undergraduate Exchange Program (Global UGRAD)

14 ნოემბერი 2022

გაცნობებთ, რომ ამერიკის საელჩო საქართველოში აცხადებს კონკურსს 2023-24 წწ. ბაკალავრიატის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამისთვის. (Global UGRAD).

კონკურსის თანახმად, აპლიკანტი უნდა იყოს მინიმუმ 18 წლის და უნდა ირიცხებოდეს საკუთარი ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო საფეხურზე, აგრეთვე კონკურსის დამთავრების შემდეგ ერთი სემესტრი მაინც უნდა ჰქონდეს დარჩენილი ბაკალავრიატის დასრულებამდე. 

 

აპლიკანტების განაცხადის მიღება 2023-24 Global UGRAD პროგრამაზე გაიხსნება 2022 წლის 1 ნოემბერს და დაიხურება 2022 წლის 15 დეკემბერს, თბილისის დროით 08:00 საათზე.
 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს .

 

გისურვებთ წარმატებას!