2025-2026 Hubert H. Humphrey-ის სასტიპენდიო პროგრამა

7 მაისი 2024

აშშ-ს საელჩო საქართველოში აცხადებს 2025-2026 წლის Hubert H. Humphrey-ის სასტიპენდიო პროგრამაზე აპლიკანტების მიღებას. აღნიშნული კონკურსი განკუთვნილია დამწყებ და გარდამავალ კარიერულ ეტაპზე მყოფი პროფესიონალებისათვის.

 

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატები აშშ-ში მიიღებენ საინტერესო პროფესიულ გამოცდილებას სხვადასხვა სფეროში.

 

პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.

 

მოთხოვნილი კრიტერიუმები:

 

  • მინიმუმ 5 წლიანი უწყვეტი პროფესიული გამოცდილება;
  • მინიმუმ 4 წლიანი განათლების ხარისხი;
  • ენის კომპეტენციის განმსაზღვრელი ტესტი (TOEFL).

 

დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის აპლიკაცია დოკუმენტებთან ერთად უნდა წარადგინონ ბმულის მეშვეობით.

 

განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადა: 3 ივნისი 2024.

 

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.

 

გისურვებთ წარმატებას!