Winter Study Tour 2023 - Ajman University

22 ნოემბერი 2022

გაცნობებთ, რომ აჯმანის უნივერსიტეტი, არაბთა გაერთიანებული საამიროები (Ajman University, UAE), აცხადებს მიღებას 2023 ზამთრის სასწავლო ვიზიტის პროგრამაში (Winter Study Tour 2023), მონაწილეობის მისაღებად.

 

სასწავლო ტური ჩატარდება:

 

• 2023 წლის 8-14 იანვარს.

• 2023 წლის 29 იანვრიდან - 4 თებერვლის ჩათვლით.

 

სასწავლო ვიზიტის ძირითადი მიმართულებებია: ბიზნესი, ინჟინერია, საინფორმაციო ტექნოლოგიები და არქიტექტურა. პროგრამა მოიცავს ლექციებსა და ვიზიტებს წამყვან ინდუსტრიულ კომპანიებსა და ცენტრებში.

 

პროგრამის საფასური შეადგენს 850 აშშ დოლარს. 2022 წლის 28 ნოემბრამდე რეგისტრაციის შემთხვევაში, სტუდენტები ისარგებლებენ ფასდაკლებით. (750 აშშ დოლარი მონაწილეზე).

 

გადახდის საბოლო ვადაა 2022 წლის 5 დეკემბერი.

 

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ ეწვიეთ მოცემულ ბმულს. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ აჯმანის უნივერსიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტს შემდეგ საკონტაქტო მეილზე: international@ajman.ac.ae

 

გისურვებთ წარმატებას!