ბაბეშ-ბოლაის უნივერსიტეტის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ბიზნესის ადმინისტრირებაში

9 ივნისი 2022

ბაბეშ-ბოლაის უნივერსიტეტი, რუმინეთი (Babes-Bolyai University, Romania) აცადებს მონაწილეთა მიღებას საზაფხულო სკოლისთვის „UBB-FSEGA International Summer School on Business Administration“.

 

საზაფხულო სკოლა გაიმართება 18-23 ივლისს, კლუჟ-ნაპოცაში.

 

შემოთავაზებული მოდულებია:

 

მოდული 1: Current Issues in Management and Marketing

  1. Interorganizational relationships – business networks, supply chain governance, and management
  2. Collaborative negotiations
  3. Introduction to critical thinking
  4. Brand positioning
  5. Intercultural business communication

 

მოდული 2. Corporate Finance, Reporting, and Communication

  1. Foreign exchange market
  2. Integrated thinking and reporting for a sustainable business
  3. Principles of corporate finance
  4. Non-financial reporting
  5. Intercultural business communication

 

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 200 ევროს (1 მოდული).

 

საფასური მოიცავს:

  • ბიზნეს კურსებს და სასწავლო მასალებს;
  • სერტიფიკატს (2 ECTS კრედიტი);
  • სოციალურ აქტივობებსა და ღონისძიებებს;
  • ყავის შესვენებებსა და გამაგრილებელ სასმელებს;
  • ვიზიტს კომპანიაში;
  • გასეირნებას ქალაქგარეთ საზაფხულო სკოლის ბოლო დღეს;
  • სადილს.

პროგრამის საფასური არ მოიცავს:

 

მგზავრობის, საცხოვრებლის, დაზღვევისა და სხვა სახის პირად ხარჯებს.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, მოცემული ბმულის საშუალებით, უნდა გაიარონ რეგისტრაცია და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

 

  1. CV;
  2. პასპორტის ასლი;
  3. სამოტივაციო წერილი;
  4. სარეკომენდაციო წერილი.

 

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 10 ივლისი.

 

საზაფხულო სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

დამატებითი შეკითხვების შემთვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ საზაფხულო სკოლის კოორდინატორს შემდეგ მისამართზე: ovidiu.bordean@econ.ubbcluj.ro