გაცნობებთ, რომ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი (Central European University), აცხადებს მიღებას 49 სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე, 2019-2020 აკადემიური წლისათვის, შემდეგ დისციპლინებში:
- ეკონომიკა და ბიზნესი
- კოგნიტური მეცნიერება (PhD)
- გარემოს დაცვა და პოლიტიკა
- გენდერული კვლევები
- ისტორია
- საერთაშორისო ურთიერთობები
- სამარათალი
- გამოყენებითი მათემატიკა
- შუა საუკუნეების კვლევები
- ნაციონალიზმის კვლევები
- ქსელური მეცნიერება (PhD)
- ფილოსოფია
- პოლიტიკური მეცნიერება
- საჯარო პოლიტიკა
- სოციოლოგია და სოციალური ანთროპოლოგია
- სადოქტორო სკოლა პოლიტიკურ მეციენერბაში, საჯარო პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში
ელექტრონული განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.
იმ შემთხვევაში, თუ გსურთ დაფინანსების მოპოვება, უნივერსიტეტში უნდა გაგზავნოთ საგანაცხადო ფორმა
თვითდაფინანსებულმა სტუდენტებმა, რომლებსაც ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ უცხო ენის დონის განმსაზღვრელი ტესტი, საგანაცხადო ფორმები უნდა გაგზავნოთ 2019 წლის 1 მაისამდე.
სასწავლო პროგრამებზე და აპლიკაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ვებგვერდს www.ceu.edu ან მიმართეთ საერთაშორისო განათლების ცენტრს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cie@osgf.ge;
გისურვებთ წარმატებას!