Competition Creative Shock 2021

21 სექტემბერი 2021

მენეჯმენტისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი, ვილნიუსი, ლიეტუვა, (ISM University of Management and Economics) აცხადებს სტუდენტების მიღებას საერთაშორისო სოციალური ბიზნეს ქეისის კონკურსზე- "Creative Shock 2021", რომელიც ორგანიზებულია უნივერსიტეტის სტუდენტური ასოციაციის მიერ. 

პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება: თავდაპირველად, მონაწილეებმა 2 სოციალური ბიზნეს ქეისი უნდა ამოხსნან, მეორე ეტაპზე გადასული 10 გუნდი კი გაემგზავრება ფინალურ ჩემპიონატზე ვილნიუსში. 

ტურნირის გამარჯვებული გუნდი მიიღებს ფულად პრიზს 2500 ევროს ოდენობით, მეორე ადგილზე გასული გუნდი- 800 ევროს, ხოლო მესამე- 300 ევროს.

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 26 სექტემბერი, 20:00 (UTC+03:00, Eastern European Summer Time Zone)

 
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს ან/და დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:info@creativeshock.lt.