ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში და მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს კონკურსს თანასწორობის რეპორტიორის შესარჩევად.
კონკურსის საშუალებით ფართო საზოგადოებას თანაცხოვრებისა და მრავალფეროვნების მხარდამჭერი საინტერესო პირადი ისტორიების გაცნობისა და გაზიარების შესაძლებლობა ექნება.კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მათ, ვისაც ისტორიის თხრობის ტექნიკის გამოყენებით (storytelling) შეუძლიათ სხვადასხვა ციფრული პროდუქტების შექმნა: ვიდეო/ფოტო/ესე. ისტორიების გმირები შეიძლება იყვნენ მეგობრები, ნათესავები, მეზობლები, ვინც თანასწორობისთვის იბრძვის.
მონაწილეები შეირჩევიან გამოგზავნილი ციფრული პროდუქტების (ვიდეო, ფოტო, ესე) საფუძველზე. გამოაგზავნეთ ესე ქართულ ენაზე ან ფოტო მოკლე წარწერით ფოტოზე მოცემული ისტორიის შესახებ არაუმეტეს 50 სიტყვისა (დაშვებულია ასევე მობილურით გადაღებული ფოტოები) ან ვიდეო არაუმეტეს სამი წუთისა. ამავდროულად, ვიდეო, ფოტო თუ ესე უნდა გაზიარდეს კონკურსანტის პირად Facebook პლატფორმაზე ჰეშთეგის #თანასწორობისრეპორტიორი #Equalityreporter გამოყენებითა და კამპანიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის მონიშვნის გზით.
აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: antidiscrimination.georgia@coe.int სათაურით: თანასწორობის რეპორტიორი 2020 წლის 20 ოქტომბრამდე.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში მიმდინარეობს აპლიკაციების მიღება თანასწორობის ელჩის შესარჩევად.
ყველა დეტალი თანასწორობის რეპორტიორის კონკურსში მონაწილეობის შესახებ იხილეთ აქ:
ყველა დეტალი თანასწორობის ელჩის კონკურსში მონაწილეობის შესახებ იხილეთ აქ:
თვალი ადევნეთ და მხარი დაუჭირეთ კამპანიას „მე ვირჩევ თანასწორობას“ აქ: