კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ადმინისტრაციული პერსონალისთვის საკონკურსო განაცხადების მიღებას 2020 წლის გაზაფხულის სემესტრში Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
პარტნიორ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტი/მობილობა არის ერთ კვირიანი, მოიცავს 5 სამუშაო დღეს. ვიზიტის პროგრამა შემუშავდება ინდივიდუალურად, პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ შერჩეული კანდიდატურის ნომინაციის მიღების შემდგომ.
2020 წლის გაზაფხულის სემესტრში ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში:
- LCC International University, Lithuania
- University of Alcala, Spain
- Budapest Metropolitan University, Hungary
- Frederick University, Cyprus
- Afyon Kocatepe University, Turkey
განაცხადების წარმოდგენა შეუძლია:
- კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დასაქმებულ პერსონალს
კონკურსში მონაწილეობის მიზნებისათვის აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა და შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა ინგლისურ ენაზე:
- საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- EUROPASS CV
- 1 სამოტივაციო წერილი;
- 1 სარეკომენდაციო წერილი.
არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:
- იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
- იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი.
კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2020 წლის 20 იანვრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge
კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს უნივერსიტეტის დასახელება რომელზეც აკეთებს განაცხადს, თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
- შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებსაც ჯერ არ უსარგებლიათ Erasmus+ მობილობის პროგრამით;
- საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა დაინიშნოს გასაუბრება ან ტესტირება ინგლისურ ენაში;
- კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება;
- შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მოხდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
- ადმინისტრაციული პერსონალის საბოლო შერჩევა მოხდება მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.
გისურვებთ წარმატებას!