Erasmus+ გაცვლითი პროგრამები აკადემიური პერსონალისთვის გაზაფხული 2018 წელი

15 იანვარი 2018

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის 2018 წლის გაზაფხულის სემესტრში Erasmus + გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას.

 

Erasmus + გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის  შესაბამისად.

 

პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, პერსონალის მობილობა არის ერთ კვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს, თუმცა პარტნიორმა უნივერსიტეტმა შეიძლება შემოგვთავზოს გაზრდილი მობილობის დღეები) და მოიცავს სავალდებულო 8 სალექციო საათს.

 

განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ:

 

  • სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს (ბრძანება/გრძელვადიანი კონტრაქტი), რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება
  • კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ აკადემიურ პერსონალს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება

 

2018 წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში:

 

  1. რიგის უმაღლესი სამართლის სკოლა, ლატვია (http://www.rgsl.edu.lv/en/ )- Law (International commercial Law, Contract Law); International Relations (“Foreign Policy Analysis” or “Theory of International Relations” ); Business Administration;  course in “Contemporary World History”; course in  “Modern History of Central and Eastern Europe”.
  2. კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი, პოლონეთი (http://www.uek.krakow.pl/ )- Business and Finance;
  3. ლოჯისტიკისა და ტრანსპორტირების საერთაშორისო უნივერსიტეტი, პოლონეთი (http://www.mwsl.eu/ )- Management and Administration, Transport services;
  4. ლუბლიანას უნივერსიტეტი, სლოვენია (https://www.uni-lj.si/ )- Economics, Int. Business, Marketing.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად  დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა  შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე: 

 

  • საერთაშორისო პასპორტის ასლი
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
  • EUROPASS CV (იხ.დანართი #2) (იხ.დანართი #3)
  • ესე, რომელიც უნდა ასახავდეს: კავკასიის უნივერსიტეტში მუაშაობის გამოცდილებას; ინფორმაციას პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომელშიც აპლიკანტს მონაწილეობა მიუღია კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად ან როგორც კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელს
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან

 

არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:

 

  • წარმოდგენილი იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამოდ
  • წარმოდგენილი იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად

 

კანდიდატებმა განაცხადები უნდა  წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2018 წლის 15 იანვრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე:  ir@cu.edu.ge .

 

კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს შერჩეული  უნივერსიტეტის დასახელება რომელზეც აკეთებს  განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. 

 

შერჩევის პროცედურა

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია
  • კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მოხდება მიმღები უნივერსიტეტისათვის
  • აკადემიური პერსონალის საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საეთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.

 

გისურვებთ წარმატებას!