გაცნობებთ, რომ გამოცხადდა მიღება ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდიაზე- 2019-2020 აკადემიური წლისთვის.
სტიპენდია მოიცავს სამაგისტრო (12-დან 36 თვემდე) და სადოქტორო სტიპენდიებს (მობილობა 12 თვის მანძილზე) შემდეგი მიმართულებით:
- სამართალი
- ეკონომიკა და მართვა
- პოლიტიკური მეცნიერებები
- საინჟინრო მეცნიერებები მაგისტრატურის საფეხურისათვის,
- დოქტორანტებისათვის (საინჟინრო მეცნიერებები, ზუსტი მეცნიერებები, მათემატიკა, ფიზიკა, ნანო და ბიოტოქნოლოგიები, დედამიწის და გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები, ქიმია და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, ინფორმაციიისა და კომუნიკაციის მეცნიერებები და ტექნოლოგიები
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 11 იანვარი, 2019 წელი .
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდს, ან მიმართოთ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენელს ელექტრონულ მისამართზე: natia.mskhaladze@ institutfrancais.ge
გისურვებთ წარმატებას !