გაცნობებთ, რომ ცხადდება აპლიკაციების მიღება ევროპული პოლიტიკის პრაქტიკული პროგრამის მონაწილეების შესარჩევად.
ევროპული პოლიტიკის პრაქტიკული პროგრამა მიზნად ისახავს ევროპული გადაწყვეტილების მიმღები ინსტიტუტების საქმიანობის პრაქტიკულ შესწავლას, წამყვანი ევროპელი პოლიტიკოსების გამოცდილების გაზიარებასა და ძირითადი პოლიტიკური ძალების საქმიანობის გაცნობას.
პროგრამაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ და გაიზიარონ ევროპარლამენტში წარმოდგენილი შემდეგი ფრაქციებისა და პოლიტიკური პარტიების გამოცდილება:
- ევროპის სახალხო პარტია (EPP)
- სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსი (S&D)
- ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი (ECR)
- ლიბერალებისა და დემოკრატების ჯგუფი (ALDE)
პროგრამის ღირებულება: 670 ევრო. (კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ 10%-იანი ფასდაკლებით.)
პროგრამის ღირებულებაში შედის:
- სასწავლო პროგრამის საფასური
- ცხოვრება სასტუმროში, სამ ქალაქში, 5 ღამის/6 დღის განმავლობაში
- შიდა ტრანსპორტირება
- სადაზღვევო მოსაკრებელი
- ხელმძღვანელის თანხლება
- წინასწარი სასწავლო პროგრამა საქართველოში
პროგრამა მოიცავს ვიზიტებს შემდეგ ორგანიზაციებში:
- ევროპარლამენტი
- ევროკომისია
- ნატოს სათაო ოფისი
- ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტი
- მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში
- ქალაქ ჰააგის მერია
- ქალაქ ამსტერდამის მერია
აუცილებელი წინაპირობა:
- ასაკი 18-დან 35 წლამდე
- აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნის მოქალაქეობა
- ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი
- ცნობა, აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ ან შესაბამისი ხარისხი
- სამოქალაქო აქტივობებში მონაწილეობის გამოცდილება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე
- ლიდერული უნარები
პროგრამის სამუშაო ენა: ინგლისური
პროგრამის განცხორიცელების თარიღი და ადგილი: 2018 წლის გაზაფხული, ევროპის პოლიტიკური ცენტრი: ბრიუსელი-ჰააგა-ამსტერდამი.
პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა ევროპარლამენტის მიერ აღიარებული მონაწილეობის დამადასტურებელი ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.
რეგისტრაციის გასავლელად და აპლიკაციის შესავსებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 მარტი
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს შემდეგ ნომრებზე: 577 733 444/577 592 092