კავკასიის უნივერსიტეტი აკადემიური პერსონალისთვის აცხადებს 2020-2021 წელს, მინჰოს უნივერსიტეტში, პორტუგალია (University of Minho, Portugal), Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.
Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
Erasmus+ ის საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, მინჰოს უნივერსიტეტი შერჩეულ აკადემიურ პერსონალს უფინანსებს 1 კვირიან მობილობას (5 სამუშაო + 2 მგზავრობის დღე/ 8 სამუშაო საათი). დღიური ანაზღაურებისთვის (ე.წ per-diem) გამოყოფილია 160 ევრო (1120 ევრო) და ასევე ფინანსდება ორმხრივი ავიაბილეთი 820 ევროს ოდენობით. ჯამში მობილობის სრული დაფინანსება შეასგენს -1940 ევროს.
განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ:
- სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს (ბრძანება/გრძელვადიანი კონტრაქტი), რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება ან
- კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ აკადემიურ პერსონალს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება;
ამ განაცხადის მიზნებისათვის, 2020-2021 აკადემიური წლისთვის, მინჰოს უნივერსიტეტში მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ აკადემიურ მიმართულებებზე:
Law, Business Administration, Economics, Psychology, Sociology, International Relations, Political Science, Public Administration, Public Relations, Journalism, Public Advertising, European Studies, Architecture, Tourism and Hotel Management, Informatics, Computer Science.
მობილობის დაგეგმვა შესაძლებელია 2020 წლის თებერვლიდან - 2021 წლის მაისამდე. თარიღები დამატებით ინდივიდუალურად შეთანხმდება პარტნიორთან.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:
- საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
- EUROPASS CV
- 1 სამოტივაციო წერილი
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი\აკადემიური პროგრამის ხელმძღვანელი).
არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:
- იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
- იქება დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი.
კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2019 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge
კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს უნივერსიტეტის დასახელება, რომელზეც აკეთებს განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
- საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება მინჰოს უნივერსიტეტის სააპლიკაციო პროცედურების შესახებ;
- შერჩეული კანდიდატების მიერ მინჰოს უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმის შევსება და განაცხადის წარდგენა პარტნიორ უნივერსიტეტში;
- პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი განაცხადის შეფასება;
- აკადემიური პერსონალის საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.
გისურვებთ წარმატებას!