გაცნობებთ, რომ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი (Central European University), აცხადებს მიღებას 49 სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე, 2018-2019 აკადემიური წლისათვის, შემდეგ დისციპლინებში:
- ბიზნესი
- კოგნიტური მეცნიერება (PhD)
- ეკონომიკა
- გარემოს დაცვა და პოლიტიკა
- გენდერული კვლევები
- ისტორია
- საერთაშორისო ურთიერთობები
- სამარათალი
- გამოყენებითი მათემატიკა
- შუა საუკუნეების კვლევები
- ნაციონალიზმის კვლევები
- ქსელური მეცნიერება (PhD)
- ფილოსოფია
- პოლიტიკური მეცნიერება
- საჯარო პოლიტიკა
- სოციოლოგია და სოციალური ანთროპოლოგია
იმ შემთხვევაში, თუ გსურთ დაფინანსების მოპოვება, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე. ამასთანავე, უნივერსიტეტში გაგზავნოთ საგანაცხადო ფორმა თანდართულ საბუთებთან და ინგლისური ენის სტანდარტული ტესტების (iBT TOEFL, IELTS, GRE, etc) ქულებთან ერთად არაუგვიანეს 2018 წლის 1 თებერვლისა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შესაძლებელია პროგრამის კოორდინატორთან შეხვედრის ჩანიშვნა. იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ზემოთ აღნიშნულ შეხვედრაზე დასწრება, გთხოვთ, თანხმობა დაგვიდასტუროთ მეილით: ir@cu.edu.ge
გისურვებთ წარმატებას!