გაცნობებთ, რომ ეკონომიკური კვლევისა და სამაგისტრო განათლების ცენტრი, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა (CERGE-EI), სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის აცხადებს კონკურსს - ახალი ეკონომიკური ტალანტი.
კონკურსი არის საერთაშორისო და შედგება ორი რაუნდისგან. კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებმა უნდა წარადგინონ ნაშრომები (მოცულობა 50 გვერდამდე) ინგლისურ ენაზე.
ნაშრომი უნდა ეხებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილი თემებიდან ერთ-ერთს:
- მაკროეკონომიკა;
- მიკროეკონომიკა;
- გამოყენებითი ეკონომიკა;
- ფინანსები.
გამარჯვებულ კონკურსანტს გადაეცემა პრიზი 1 000 დოლარის ოდენობით და ამასთანავე მიიღებს საუკეთესო ეკონომისტთა საერთაშორისო ქსელში წვდომას.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 28 თებერვალი, 2018.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.
გისურვებთ წარმატებას!