გაცნობებთ, რომ ბლედის მენეჯმენტის სკოლა, სლოვენია, ბლედი (IEDC-Bled School of Management, Slovenia, Bled) აცხადებს სტუდენტების მიღებას ზოგადი მენეჯმენტის პროგრამაზე.
პროგრამა წარიმართება 2 მოდულის ფარგლებში:
პირველი მოდული: 17-30 მაისი, 2020;
მეორე მოდული: 2-13 ნოემბერი, 2020.
მენეჯმენტის კურსის ფარგლებში განსახილველი საკითხები:
- კონკურენტული უპირატესობის განვითარება;
- ხალხის მართვა;
- ორგანიზაციული საქმიანობის შეფასება;
- ინტეგრაციული მიდგომა ბიზნესისადმი;
- შესყიდვა: სტრატეგიები და ორგანიზაცია;
- პროექტების მართვა;
- კომუნიკაციის უნარების განვითარება;
- გადაწყვეტილების მიღების პროცესი
- ხელოვნება და ლიდერობა
პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები:
- ბიზნეს ინგლისურის ცოდნა (შემოწმდება სატელეფონო ინტერვიუს ფარგლებში);
- მინიმუმ 3 წლიანი მენეჯერული გამოცდილება;
- ონლაინ განაცხადის შევსება.
მონაწილეობის საფასური შეადგენს: € 7.900 + VAT(Early-bird: € 7.500 + VAT before March 17, 2020).
პროგრამის ფასი არ ითვალისწინებს მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადა:17 აპრილი, 2020 წელი
იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი თავად დაფარავს მონაწილეობის ხარჯებს, იმოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მონაწილეს დამსაქმებელი/კომპანია დაუფინანსებს მონაწილეობის საფასურს, იმოქმედებს 20% ფასდაკლება.
დამატებით ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ პროგრამის ოფიციალურ ვებ-გვერდს.
მოგმართავთ თხოვნით, პროგრამაზე განაცხადის გაგზავნის ან/და მონაწილეობის შესახებ დასტურის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად გვაცნობოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.