2018-2019 Global Undergraduate Exchange Program (Global UGRAD)

31 დეკემბერი 2017

გაცნობებთ, რომ ამერიკის საელჩო საქართველოში, საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის, აცხადებს კონკურსს, UGRAD-ის სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად.

 

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის მეორე, მესამე ან მეოთხე კურსის პირველი სემესტრის სტუდენტებს.

 

კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტისათვის.

 

კონკურსის თანახმად, აპლიკანტი უნდა იყოს მინიმუმ 18 წლის და უნდა ირიცხებოდეს საკუთარი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საბაკალავრო სწავლების საფეხურზე.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 დეკემბერი, 2017. 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს.

 

გისურვებთ წარმატებას!