გაცნობებთ, რომ კორვინუსის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტში (Corvinus University of Budapest, Hungary), აცხადებს ბიზნესის სკოლის, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების მიღებას ორ კვირიან საზაფხულო პროგრამაზე, 2-13 ივლისი, 2018.
პროგრამა გთავაზობთ ოთხ მიმართულებას:
- მსოფლიო ეკონომიკა და საერთაშორისო ვაჭრობა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ბიზნესი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- რეგიონალური განვითარება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- საჯარო და კერძო მენეჯმენტის გამოწვევები და მათი პრაქტიკული ანალიზი
რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ 2018 წლის 31 იანვრამდე შემდეგ ბმულზე
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ კორვინუსის უნივერსიტეტის ვებ-გვერდს, ხოლო შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ საზაფხულო სკოლის საკონტაქტო პირს შემდეგ მეილზე - gabor.szalai@uni-corvinus.hu
გისურვებთ წარმატებებს!