Study of the United States Summer Institute (SUSI) 2019

15 ივნისი 2019

გაცნობებთ, რომ ამერიკის საელჩო საქართველოში, საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის, აცხადებს კონკურსს, SUSI -ის საზაფხულო სტიპენდიის მოსაპოვებლად. 

 

5 კვირიან საზაფხულო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბაკალავრიატის საფეხურის, ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს.

 

კონკურსის თანახმად, აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 

  • ირიცხებოდეს საკუთარი ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო საფეხურზე;
  • იყოს 18-25 წლის;
  • უნდა იცოდეს ინგლისური ენა მაღალ დონეზე; 
  • დაინტერსებული იყოს ისეთი საკითხებით როგორიცაა: ლიდერობა, სამოქალაქო ჩართულობა, ამერიკის ისტორია და კულტურა 
  • ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება.
  

რეგისტრაციის ბოლო ვადაა - 15 იანვარი, 2019

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ  ბმულს.