DAAD-ის მოკლევადიანი კვლევითი სტიპენდიები 2020-2021 სასწავლო წლისთვის

15 ნოემბერი 2019

გაცნობებთ, რომ  გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD)  2020-2021 სასწავლო წლისთვის აცხადებს კონკურსს მოკლევადიანი კვლევითი სტიპენდიებისათვის.

 

სტიპენდიის მისაღებად განაცხადის გაკეთება შეუძლიათ:

 

  • სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს;
  • დოქტორებს;
  • მკვლევარებს.

 

წარსადგენი დოკუმენტაცია:

 

  • შევსებული ელექტრონული განაცხადი;
  • რეზიუმე;
  • გამოქვეყნებული ნაშრომელის სია;
  • საკვლევი თემის დეტალური აღწერა;
  • დაგეგმილი კვლევითი მუშაობის გრაფიკი;
  • გერმანიაში აკადემიური მრჩეველის  დამადასტურებელი წერილი;
  • საუნივერსიტეტო ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ნიშნების ფურცელთან ერთად (აღნიშული დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია კვლევის დაწყებამდე, თუკი განაცხადის წარდგენის დროს ხელმისაწვდომი არ არის)
  • დამატებითი მხარდაჭერის დოკუმენტები;
  • ინგლისური ან გერმანული ენის სერტიფიკატი.

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 15.11.2019

 

დამატებითი ინფრომაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ პროგრამის ოფიციალურ ვებ-გვერდს ან ესტუმროთ DAAD-ის საინფორმაციო ცენტრს შემდეგ მისამართზე: ზანდუკელის ქ. 16, გოეთეს ინსტიტუტის პირველი სართული.

 

ინდივიდუალური საკონსულტაციო საათები: ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი: 14.00 - 18.00 სთ.