“The Democracy Tech Entrepreneur Fellowship” – აცხადებს მიღებას 6 თვიან სასტიპენდიო პროგრამაზე, რომელიც მოიცავს, როგორც ვირტუალურ, ისე უშუალო შეხვედრებს.
პროგრამა რამდენიმე ფაზისაგან შედგება.
პირვლი ფაზა - მონაწილეები დაესწრებიან მასტერკლასებს, სადაც გარდა ტრადიციული სამეწარმეო ლექციებისა, ისინი შეისწავლიან გზებს, თუ როგორ მოახერხონ დემოკრატიული პრინციპებისა და პროცესების ინტეგრაცია თავიანთ ინოვაციურ გეგმებსა და წამოწყებებში.
მეორე ფაზა - მონაწილეები მიწვეულნი იქნებიან კოპენჰაგენში, სადაც დაესწრებიან დემოკრატიულ სამიტს (Copenhagen Democracy Summit). იქ შეძლებენ პოლიტიკოსებთან და მეწარმეებთან დაამყარონ უშუალო კონტაქტი.
ცერემონიის ბოლოს დაჯილდოვდება გამარჯვებული მონაწილე. სამიტის შემდგომ გაიმართება სესიები, შეიქმნება კურსდამთავრებულთა კავშირები.
პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები:
- აპლიკანტს უნდა ჰქონდეს წამოწყებული მასშტაბური, განვითარებადი ბიზნესი, რომელიც შესაბამისი იქნება პროგრამის მოთხოვნებთან.
- აპლიკანტი უნდა ფლობდეს სრულყოფილად ინგლისურ ენას
- მონაწილეს უნდა შეეძლოს 1 წუთიანიმოხსენების გაკეთება საკუთარ თავზე ან ბიზნესზე.
- მონაწილე უნდა იყოს რომელიმე შემდეგი ქვეყნის მოქალაქე: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ვენესუელა, სომხეთი
- აპლიკანტი უნდა იზიარებდეს დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებს.
პროგრამა სრულად აფინანსებს მონაწილეობის ხარჯებს.
აპლიკაციის მიღების ბოლო თარიღი: 15.12.2021
აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ბმულს
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე