პროფესიულ განათლებაში ინგლისურენოვანი რესურსების განვითარება

7 ოქტომბერი 2020

გაცნობებთ, რომ „მშვიდობის კორპუსი საქართველოში“ აცხადებს კონკურსს პროფესიულ განათლებაში ინგლისური ენის სასწავლო რესურსების შესაქმნელად.

 

პროექტი ხორციელდება ა.შ.შ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და „მშვიდობის კორპუსის“ მცირე პროექტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს, ინგლისურენოვანი დარგობრივი სასწავლო  რესურსების შექმნით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და „მშვიდობის კორპუსის“ მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამის მოხალისეებს დაეხმაროს პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების ინგლისური ენის უნარების გაუმჯობესებაში.

 

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი, დილის 11 საათი.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ქვემოთ მოცემულ ბმულს.

 

წარმატებებს გისურვებთ!