ბიალისტოკის უნივერსიტეტის, პოლონეთი, სამართლის ფაკულტეტი (Bialystok University, Poland) და ბალტიის საერთაშორისო აკადემია, ლატვია (Baltic International Academy, Latvia), ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) მხარდაჭერით, აცხადებს სტუდენტების მიღებას ონლაინ საზაფხულო სკოლა 2023-ში „ადამიანის უფლებათა დაცვის თანამედროვე თავისებურებები სამი ზღვის ინიციატივის ქვეყნებში“ მონაწილეობის მისაღებად. (26-30 ივნისი, 2023).
პროგრამაში მონაწილეობის მიღება უფასოა.
დაინტერეესბულმა კანდიდატებმა რეგისტრაციის გასავლელად უნდა შეავსონ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა.
რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 16 ივნისი, 2023.
მონაწილეებმა, რომელთაც სურთ მიიღონ მონაწილეობის სერთიფიკატი, უნდა გადაიხადონ საფასური - 20 ევრო.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.
გისურვებთ წარმატებას.