Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამები 2019 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

10 ოქტომბერი 2018

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს 2019 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის Erasmus + გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას.

 

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.

 

2019 წლის გაზაფხულის სემესტრში დაგეგმილია სტუდენტთა მობილობა შემდეგ უნივერსიტეტებში:

 

  • ტუშას უნივერსიტეტი, იტალია

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

Business Administration,

Economics

იტალიური ან ინგლისური

 

  • ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი, საფრანგეთი

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი\ მაგისტრატურა

1 სემესტრი

Business, Economics, International Relations, Law

ინგლისური

 

  • FH JOANNEUM გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ავსტრია

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი\ მაგისტრატურა

1 სემესტრი

Business (Global Business Program), Information Technology, Tourism

ინგლისური

 

  • ზაარლანდის უნივერსიტეტი

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი \მაგისტრატურა

1 სემესტრი

Law

ინგლისური

 

  • ვალადოლიდის უნივერსიტეტი, ესპანეთი

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი\ მაგისტრატურა

 

  

1 სემესტრი

International Semester Program in Commerce

ინგლისური 

 

  1. ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტი

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

 

1 სემესტრი

Business, Communication, International Relations, Tourism

ინგლისური

 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

 

  • პირადობის მოწმობის / პასპორტის ასლი
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
  • EUROPASS CV (იხ.დანართი #2) (იხ.დანართი #3)
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0 TOEFL- 78)  
  • ნიშნების ფურცელი
  • სამოტივაციო წერილი
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:

 

  • საბაკალავრო პროგრამის პირველი და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს
  • სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს
  • მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ ერაზმუს მუნდუსის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე

 

არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადებირომლებიც:

 

  • არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს
  • წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო
  • დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება

 

კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge 

 

კანდიდატმა ელ.ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს პირველ ადგილზე შერჩეული უნივერსიტეტის დასახელება, რომელზეც აკეთებს  განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. ერთ სტუდენტს განაცხადის გაკეთება შეუძლია მაქსიმუმ სამ უნივერსიტეტზე.

 

შერჩევის პროცედურა:

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია
  • კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის
  • სტუდენტების საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ
  • მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდენტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25