Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამები 2020 წლის შემოდგომის სემესტრისთვის

20 მარტი 2020

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს 2020 წლის შემოდგომის სემესტრისთვის Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.

 

Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას  და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.

 

2020 წლის შემოდგომის სემესტრში სტუდენტთა მობილობა  დაგეგმილია შემდეგ უნივერსიტეტებში:

 

  1. ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ესტონეთი

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა

1 სემესტრი

Law

ინგლისური

 

  1. FH JOANNEUM გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ავსტრია

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა

1 სემესტრი

Business (Global Business Program), Tourism, Information Technology

ინგლისური

  

  1. ალკალას უნივერსიტეტი, ესპანეთი

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

Economy and International Business, Law, Tourism, Computer Science, Communication, Architecture

ინგლისური

 

  1. ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ესპანეთი

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

Informatics, Architecture, Business Administration and Management

ინგლისური

 

  1. ისტანბულის ბილგის უნივერსიტეტი, თურქეთი

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი/

მაგისტრატურა

1 სემეტრი

Business Administration, Economics, International Relations, Political Science, Psychology, Sociology, Tourism and Hotel Management (UG programs)/

MBA, International Relations (MA program)

ინგლისური

 

  1. არადის აურელ- ვლაიჩუსუნივერსიტეტი, რუმინეთი

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

Business and Administration, Information and Communication Technology, Languages, Education

ინგლისური

 

  1. კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლიეტუვა

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

Communication and Information Science, Public Relations, Tourism, Law

ინგლისური

 

  1. კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი, პოლონეთი

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა

1 სემესტრი

Business Administration (Finance)

ინგლისური

 

  1. ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი, თურქეთი

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

Psychology, Sociology, Business Administration, Economics, International Relations, Political Science and Public Administration

ინგლისური

 

  1. ზაარლანდის უნივერსიტეტი, გერმანია

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

მაგისტრატურა

1 სემესტრი

Law

ინგლისური

 

  1. ტუშას უნივერსიტეტი, იტალია

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

Business Administration

ინგლისური /იტალიური

 

  1. ISCTE - ლისაბონის ბიზნესის სკოლა, პორტუგალია

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

Business Administration

ინგლისური

 

  1. ბაბეშ-ბოლაის უნივერსიტეტი, რუმინეთი

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

Business and Administration, Tourism, Governance, Communication and Information

ინგლისური

 

  1. ვარშავის ეკონომიკის სკოლა, პოლონეთი

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

Economics (Int. Economics), Finance and Business Administration (Int. Business), International Tourism

ინგლისური

 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა  სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი  დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

 

  • პირადობის მოწმობის / პასპორტის ასლი
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
  • EUROPASS CV
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS –6.0; TOEFL- 78)
  • ნიშნების ფურცელი;
  • 1 სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან;

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება  არ  შეუძლიათ:

 

  • საბაკალავრო პროგრამის პირველი / დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
  • სამაგისტრო პროგრამის პირველი/დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
  • მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ ერაზმუს მუნდუსის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე

 

არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:

 

  • არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
  • წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

 

კანდიდატებმა  განაცხადები უნდა წარმოადგინონ  ელექტრონული ფორმით 2020 წლის 20 მარტის  ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge .

 

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ საერთაშორისო ენის სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულოა პროგრამაში მონაწილეობის დედლაინის ამოწურვამდე.

 

კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს პირველ ადგილზე შერჩეული  უნივერსიტეტის დასახელება, რომელზეც აკეთებს  განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. ერთ სტუდენტს განაცხადის გაკეთება შეუძლია მაქსიმუმ სამ უნივერსიტეტზე.

 

შერჩევის პროცედურა:

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია.
  • კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება;
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
  • სტუდენტების საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
  • მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდენტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება. 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.