კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას. მობილობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ 2020 წლის გაზაფხულის სემესტრში.
Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, პერსონალის მობილობა არის ერთკვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს, თუმცა უნივერსიტეტმა შეიძლება შემოგვთავაზოს გაზრდილი მობილობის დღეები) და მოიცავს სავალდებულო 8 სალექციო საათს.
განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ:
- სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს (ბრძანება/გრძელვადიანი კონტრაქტი), რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება ან;
- კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ აკადემიურ პერსონალს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება;
2020 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებსა და აკადემიურ მიმართულებებზე:
- ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლიეტუვა (Vilniaus Kolegija/ University of Applied Sciences, Lithuania) – Business Management; Business Economics
- კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლიეტუვა (Kauno Kolegija/University of Applied Sciences, Lithuania)- Communication and Information Science; Public Relations; International Relations (European Studies Area); Tourism and Hotel Management; Law; International Business; Informatics
- ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ესპანეთი (Polytechnical University of Valencia, Spain)- Informatics; Architecture, Business Administration and Management
- პოლიტიკური მეცნიერებებისა და საჯარო მმართველობის ეროვნული უნივერსიტეტი, რუმინეთი (National University of Political Studies and Public Administration, Romania) – Public Administration, Political Sciences, Management and Administration, Communication and Public Relations, International Relations and European Integration
- კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ლიეტუვა (Kaunas University of Technology, Lithuania)- Business and Administration
- რიგის უმაღლესი სამართლის სკოლა, ლატვია (Riga Graduate School of Law, Latvia)- Law and Business, Law and Diplomacy
- ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტი, უნგრეთი (Budapest Metropolitan University, Hungary)- Business, Communication, International Relations, Tourism
- ზაარლენდის უნივერსიტეტი, გერმანია (Saarland University, Germany)- Law
- ფრედერიკის უნივერსიტეტი, კვიპროსი (Frederick University, Cyprus)- Business Administration
- პავისლანსკის კოლეჯი კვიძინში, პოლონეთი (Powislanski College in Kwidzyn, Poland) – Economics, Business and Administration
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე:
- საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
- EUROPASS CV
- ესე, რომელიც უნდა ასახავდეს: კავკასიის უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილებას; ინფორმაციას პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომელშიც აპლიკანტს მონაწილეობა მიუღია კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად ან როგორც კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელს;
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან
არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:
- იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
- იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი
კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2019 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge .
კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს შერჩეული უნივერსიტეტის დასახელება, რომელზეც აკეთებს განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
- კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება;
- შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
- აკადემიური პერსონალის საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროქტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.
გისურვებთ წარმატებას!