Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის, ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი

12 ივნისი 2019

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ადმინისტრაციული პერსონალისთვის საკონკურსო განაცხადების მიღებას ლილის კათოლიკურუნივერსიტეტშისაფრანგეთი (Lille Catholic University, France) Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის.

 

მობილობის პერიოდი: 1-5 ივლისი, 2019.

 

Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის  შესაბამისად.

 

პარტნიორ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტი/მობილობა არის ერთ კვირიანი, მოიცავს 5 სამუშაო დღეს. ვიზიტის პროგრამა შემუშავდება ინდივიდუალურად, საკონკურსო  განაცხადების მიღების შემდგომ.

 

განაცხადების წარმოდგენა შეუძლია:

 

  • კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დასაქმებულ პერსონალს

 

კონკურსში მონაწილეობის მიზნებისათვის აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა და შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა ინგლისურ ენაზე: 

 

 

არ განიხილება განაცხადებირომლებიც:

 

  • იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი.

 

კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2019 წლის 12 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge .

 

კანდიდატმა ელ.ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს  უნივერსიტეტის დასახელება და თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. 

 

შერჩევის პროცედურა

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებსაც ჯერ არ უსარგებლიათ Erasmus+ მობილობის პროგრამით;
  • საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა დაინიშნოს გასაუბრება ან ტესტირება ინგლისურ ენაში;
  • კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება; 
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მოხდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
  • ადმინისტრაციული პერსონალის საბოლო შერჩევა მოხდება  მიმღები უნივერსიტეტის მიერ; 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.

 

გისურვებთ წარმატებას!