გაცნობებთ, რომ ესტონეთის ბიზნესის სკოლა (Estonian Business School) გიწვევთ კონფერენციაში სახელწოდებით, "Current Practices and Future Challenges of Financial Education" მონაწილეობისათვის, რომლის მიზანია მკვლევართა, მხარდამჭერთა, პოლიტიკისა და ფინანსური საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენელთა თავმოყრა, რათა მათ გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა.
კონფერენცია ჩატარდება ტალინში 3-4 ივნისს, 2021წ.
კონფერენციის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება სამწლიანი ევროპული თანამშრომლობის პროექტის შეჯამება ფინანსური წიგნიერების შესახებ, რომელიც ევროკომისიის მიერაა მხარდაჭერილი. ექსპერტები ბელგიიდან, ესტონეთიდან, იტალიიდან , ნიდერლანდებიდან და სლოვაკეთის რესპუბლიკიდან, რომლებმაც შეისწავლეს ევროპაში არსებული ეროვნული პოლიტიკა ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებით და გამოცადეს ინოვაციური სწავლების მეთოდები სკოლებსა და უნივერიტეტებში, მონაწილეებს გაუზიარებენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას.
კონფერენციის ორგანიზატორები იწვევენ დაინტერესებულ პირებს მონაწილეობისათვის, რაც გულისხმობს, კონკრეტულ ქვეყანაში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის, კვლევებისა და განვითარების შესახებ პრეზენტაციის წარდგენას.
დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ესტონეთის ბიზნესის სკოლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
კონფერენციაზე რეგისტრაცია არის ფასიანი. საფასურთან და რეგისტრაციასთან დაკავშირებით, გთხოვთ, იხილოთ ბმული.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა არის 2021 წლის 20 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდით საორგანიზაციო კომიტეტის მიერ განსაზღვრულ საკონტაქტო პირს: Kadri Osula ელექტრონულ მისამართზე: eufin2021@ebs.ee
იხილეთ დანართი.
გისურვებთ წარმატებას!