European Forum Alpbach 2024

25 მარტი 2024

European Forum Alpbach 2024-ის სტიპენდიებზე აპლიკაციების მიღება დაიწყო.



პერიოდი: 17-30 აგვისტო,2024.

 

ფორუმი აერთიანებს პოლიტიკის, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, კულტურისა და მეცნიერების ყველაზე ინოვაციური იდეების მქონე გამორჩეულ ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან.

 

სტიპენდია ფარავს პროგრამის საფასურსა და განთავსებას, ასევე, სტიპენდიანტები ყოველდღიურად მიიღებენ 25 ევროს ოდენობის დაფინანსებას.

 

მონაწილე თავად ფარავს ფრენის, კვებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯებს.

 

დაინტერესებული კანდიდატი უნდა იყოს მინიმუმ 18 და მაქსიმუმ 30 წლის.

 

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი უნდა დარეგისტრირდეს ბმულზე და შეავსოს აპლიკაცია.
რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 28 მარტი, 2024.

 

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.

 

გისურვებთ წარმატებას!