გაცნობებთ, რომ ამერიკის საელჩო საქართველოში, საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის, აცხადებს კონკურსს, UGRAD-ის სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის, ნებისმიერი ფაკულტეტის მეორე, მესამე ან მეოთხე კურსის პირველი სემესტრის სტუდენტებს.
კონკურსის თანახმად, აპლიკანტი უნდა იყოს მინიმუმ 18 წლის და უნდა ირიცხებოდეს საკუთარი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო საფეხურზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 დეკემბერი, 2018.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს
გისურვებთ წარმატებას!