სლოვაკეთის სახელმწიფოს სტიპენდიები 2024-2025 აკადემიური წლისთვის

25 მაისი 2024

სლოვაკეთის სახელმწიფო აცხადებს აპლიკაციების მიღებას სასტიპენდიო პროგრამებზე 2024-2025 აკადემიური წლისთვის.

 

პროგრამებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის საფეხურის სტუდენტებს.

 

ზემოხსენებულ პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი პირობაა სლოვაკური ენის ცოდნა. ამასთან, მსურველებს შეუძლიათ გაიარონ უფასო ენის კურსები 2024 წლის 2 სექტემბრიდან 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

 

მონაწილეობის კრიტერიუმები:

 

  • განათლების უმაღლესი დონის სერტიფიკატი;
  • ნიშნების ფურცელი;
  • დაბადების მოწმობა;
  • ფოტოსურათი 3x4;
  • სარეკომენდაციო წერილი;
  • რეზიუმე და სამოტივაციო წერილი;
  • პირადი პუბლიკაციების სია (დოქტურანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
  • პასპორტის ასლი;
  • ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა.

 

დეტალური ინფორმაცია საჭირო დოკუმენტების მომზადების შესახებ იხილეთ ბმულზე.

 

დაინტერესებულმა პირებმა აპლიკაციის შესავსებად უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე 2024 წლის 30 მაისამდე.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: helpdesk@studyabroad.sk

 

გისურვებთ წარმატებას!