გაცნობებთ, რომ ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის დაიწყო განაცხადების მიღება იაპონიის მთავრობის სტიპენდიის მოსაპოვებლად 2020 აკადემიური წლისთვის.
საბაკალავრო პროგრამაზე მხარდაჭერილი მიმართულებები:
- სამართალი
- პოლიტიკა
- პედაგოგიკა
- სოციოლოგია
- ლიტერატურა
- ისტორია
- იაპონური ენა
- ეკონომიკა
- ბიზნესის ადმინისტრირება
სტუდენტების მხრიდან წარსადგენი დოკუმენტები:
- ელექტრონული განაცხადი;
- საგრანტო განაცხადი
- ნიშნების ფურცელი (ყველა საფეხურის);
- სარეკომენდაციო წერილი;
- ჯანმრთელობის ცნობა;
- უნივერსიტეტში ჩარიცხვის ცნობა;
კონკურსი რამდენიმე ეტაპს მოიცავს, რომლსაც ორგანიზებას გაუწევს იაპონიის დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში.
სტიპენდიის ოდენობა - ყოველთვიურად 117,000 იენი (შესაძლებელია დამატებითი სტიპენდიის დანიშვნა 2,000/3,000 იენის ოდენობით)
განაცხადის შეტანის ბოლო ვადა- 7 ივნისი, 2019
გისურვებთ წარმატებას!