იდრაკის ბიზნესის სკოლა - საზაფხულო სკოლა 2023

1 დეკემბერი 2022

გაცნობებთ, რომ იდრაკის ბიზნესის სკოლა, ლიონი ( IDRAC Business School, Lyon) აცხადებს მიღებას 2023 წლის საზაფხულო სკოლაში (Summer School 2023) მონაწილეობის მისაღებად. 

 

საზაფხული სკოლის ფარგლებში დაგეგმილია სესიები მოცემულ თარიღებში:

 

  • 23 მაისი-15 ივნისი.
  • 20 ივნისი-12 ივლისი.

 

შემოთავაზებული კურსები: 

 

  • გაძლიერებული ფრანგული ენა.
  • ბიზნესი და საერთაშორისო კვლევები ინგლისურ ენაზე.

 

პროგრამაში მონაწილეობის საფასური შეადგენს:

 

  • განთავსებით: 880 €
  • განთავსების გარეშე: 300 €

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 9 მარტი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ ბროშურა, ან დაუკავშირდეთ იდრაკის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: studyabroad@reseau-cd.fr

 

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია კრედიტების აღიარება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, პროგრამული შესაბამისობის ნაწილი გამგზავრებამდე გაიარეთ სკოლის ადმინისტრაციასთან.

 

გისურვებთ წარმატებას!