იესეგის მენეჯმენტის სკოლის საზაფხულო პროგრამა

11 მარტი 2022

გაცნობებთ, რომ იესეგის მენეჯმენტის სკოლა (IÉSEG School of Management, France) აცხადებს მიღებას High School Summer Program-ზე.

 

პროგრამის ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ გაიაროთ კურსები ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით პარიზში. 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები IÉSEG სააპლიკაციო პლატფორმის მეშვეობით:

 

  • პასპორტის ასლი;
  • ნიშნების ფურცელი;
  • ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი (TOEFL 85, IELTS 5.5);
  • რეზიუმე;
  • მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევა.

 

პროგრამის ღირებულება განისაზღვრება არჩეული კურსის მიხედვით. კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს IÉSEG სთავაზობს 10%-იან ფასდაკლებას პროგრამის საფასურზე:

2 კვირიანი კურსი, 4 ივლისი - 15 ივლისი: €3000, ფასდაკლებით €2,900 (გაიცემა სერტიფიკატი)

4 კვირიანი კურსი, 4 ივლისი - 29 ივლისი: €5000, ფასდაკლებით €4,800 (გაიცემა სერთიფიკატი და მოგენიჭებათ 8 ECTS)

 

იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ მონაწილეობის მიღებას 4 კვირიან პროგრამაში, გთხოვთ გვაცნობოთ წინასწარ, რადგან შესაბამის სკოლასთან კომუნიკაციის გზით, მოხდეს კრედიტების შესაბამისობის დადგენა.

 

სურვილის შემთხვევაში, ასევე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ საზაფხულო პროგრამების ონლაინ ვებინარებზე:

ვებინარი 1: 24 მარტი – 16:00

(პარიზის დროით), რეგისტრაციის ბმული

ვებინარი 2: 5 აპრილი – 12:00

(პარიზის დროით), რეგისტრაციის ბმული

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 აპრილი.

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს. 

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის ხელმძღვანელს შემდეგ მისამართზე: short-term-programs@ieseg.fr

გისურვებთ წარმატებას!