კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს 2019 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის Erasmus + გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას.
Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.
2019 წლის გაზაფხულის სემესტრში დაგეგმილია სტუდენტთა მობილობა შემდეგ უნივერსიტეტებში:
- ტუშას უნივერსიტეტი, იტალია
აკადემიური საფეხური |
მობილობის ხანგრძლივობა |
აკადემიური მიმართულებები |
სწავლების ენა |
ბაკალავრიატი |
1 სემესტრი |
Business Administration, Economics |
იტალიური ან ინგლისური |
- ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი, საფრანგეთი
აკადემიური საფეხური |
მობილობის ხანგრძლივობა |
აკადემიური მიმართულებები |
სწავლების ენა |
ბაკალავრიატი\ მაგისტრატურა |
1 სემესტრი |
Business, Economics, International Relations, Law |
ინგლისური |
- ზაარლანდის უნივერსიტეტი, გერმანია
აკადემიური საფეხური |
მობილობის ხანგრძლივობა |
აკადემიური მიმართულებები |
სწავლების ენა |
ბაკალავრიატი |
1 სემესტრი |
Law |
ინგლისური |
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტებიინგლისურ ენაზე:
- პირადობის მოწმობის / პასპორტის ასლი
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
- EUROPASS CV (იხ.დანართი #2) (იხ.დანართი #3)
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0 TOEFL- 78)
- ნიშნების ფურცელი
- სამოტივაციო წერილი
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან
კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:
- საბაკალავრო პროგრამის პირველი და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს
- სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს
- მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ ერაზმუს მუნდუსის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე
არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:
- არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს
- წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო
- დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება
კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2018 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge
ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატის (IELTS- 6.0/ TOEFL – 78) წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2018 წლის 15 დეკემბერი.
კანდიდატმა ელ.ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს პირველ ადგილზე შერჩეული უნივერსიტეტის დასახელება, რომელზეც აკეთებს განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. ერთ სტუდენტს განაცხადის გაკეთება შეუძლია მაქსიმუმ სამ უნივერსიტეტზე.
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია
- კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება
- შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის
- სტუდენტების საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ
- მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდენტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.