პარიზის სორბონის უნივერსიტეტი ( EIREST - University Paris 1 Panthéon-Sorbonne) და კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლა WTO-ს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს კონფერენციას თემაზე: „საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო კონფერენცია ტურიზმის გამოწვევებზე: განახლებაზე, ურბანიზაციასა და რეფორმებზე - საქართველოს შემთხვევა“ რომელიც ჩატარდება 2024 წლის 30 მაისს, პარიზში.
კონფერენცია შეეხება საქართველოს (ბათუმის) ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებასა და ტრანსფორმაციას უკეთესი მიღწევებისთვის რეგიონულ, სახელმწიფო და საერთაშორისო დონეზე.
მონაწილეობის მსურველმა დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულ მისამართებზე:
nino.jintcharadze@etu.univ-paris1.fr და dkopaleishvili@cu.edu.ge უნდა გადააგზავნონ შემდეგი ინფორმაცია:
- აბსტრაქტი (1000 სიტყვამდე);
- ავტორ(ებ)ის სახელი და ინფორმაცია აფილირების თაობაზე; ელექტრონული მისამართი; საფოსტო მისამართი;
- კვლევითი ნაშრომის დასახელება;
- წყაროები;
მნიშვნელოვანი თარიღები:
- აბსტრაქტის ჩაბარება: 30 იანვარი, 2024;
- შერჩევის შესახებ შეტყობინება და მსაჯების კომენტარები ავტორებისთვის: 15 თებერვალი, 2024;
- სრული ნაშრომის ჩაბარება (10-15 გვერდი): 15 აპრილი, 2024;
- საბოლოო რეგისტრაცია: 15 მაისი, 2024;
- კონფერენცია სორბონში: 30 მაისი, 2024.
შერჩეული ნაშრომები განიხილება წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში გამოსაქვეყნებლად.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება უფასოა.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.
გისურვებთ წარმატებას!