IQS მენეჯმენტის სკოლა - საერთაშორისო საზაფხულო პროგრამა 2024

15 მაისი 2024

გაცნობებთ, რომ IQS მენეჯმენტის სკოლა. ბარსელონა, ესპანეთი. (IQS School of Management. Barcelona, Spain) აცხადებს მიღებას საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად (1-12 ივლისი).

 

შემოთავაზებული კურსები:

 

  • ციფრული, ნეირო და მარკეტინგული სტრატეგიები ბიზნესისთვის;
  • როგორ ჩადოთ ინვესტიცია (და გადარჩეთ) ფინანსურ ბაზრებზე (Finance Lab-ის გამოყენებით);
  • ესპანური ენა;
  • როგორ გამოვიყენოთ იდეის ინვესტირებად ბიზნესად გადაქცევის შესაძლებლობა.

 

საფასური:


განთავსების გარეშე - 1800€;
განთავსებით (+საუზმე) - 2500€.

 

რეგისტრაციის საბოლოო ვადა - 17 მაისი, 2024.

 

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად და რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს.


დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდით IQS მენეჯმენტის სკოლის წარმომადგენელს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summer-programs@iqs.url.edu

 

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია კრედიტების აღიარება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, პროგრამული შესაბამისობის ნაწილი გამგზავრებამდე გაიარეთ სკოლის ადმინისტრაციასთან.

 

გისურვებთ წარმატებას!