IQS School of Management-ის სასტიპენდიო კონკურსი

7 ივნისი 2022

 

IQS მენეჯმენტის სკოლა, ესპანეთი, (IQS School of Management, Barcelona, Spain), აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს სადოქტორო პროგრამისთვის: “Business and Territorial Competitiveness, Innovation and Sustainability”.

 

პროგრამა ითვალისწინებს დოქტორანტის დასაქმებას IQS მენეჯმენტის სკოლაში. კერძოდ, დოქტორანტი იმუშავებს პროექტზე, რომელიც ფოკუსირებული იქნება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნის „Leave No One Behind” (არავინ დარჩეს განვითარების მიღმა) ოპერაციონალიზაციაზე. სრულ განაკვეთზე მუშაობისთვის განკუთვნილი ყოველწლიური სტიპენდია შეადგენს 15,550 ევროს.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. სამუშაო გეგმა - კანდიდატებმა უნდა შეიმუშავონ კონკრეტული და ინოვაციური შეთავაზებები, თუ როგორ უნდა მოხდეს გაეროს „Leave No One Behind“ პრინციპების ოპერაციონალიზაცია გაეროს მდგრადი განვითარების სტრატეგიებში;
  2. ნიშნების ფურცელი (ყველა განვლილი სემესტრის);
  3. CV;
  4. სამოტივაციო წერილი;
  5. 2 სარეკომენდაციო წერილი;
  6. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL; IELTS).

 

საბუთები უნდა გააგზავნოთ შემდეგ მისამართზე: secretaria@iqs.url.edu

დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 4 ივლისი.

 

სასტიპენდიო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ იხილოთ ფაილი.