გაცნობებთ, რომ შვეიცარიის მთავრობა აცხადებს სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღებას 2018-2019 აკადემიური წლისათვის. სტიპენდია განკუთვნილია სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის.
ძირითადი სასტიპენდიო მოთხოვნები:
- ბაკალავრის/მაგისტრის დიპლომი
- გამორჩეული კვლევითი გამოცდილება და პოტენციალი
- ინგლისურის ან შვეიცარიის რომელიმე ოფიციალური ენის საფუძვლიანად ცოდნა.
განაცხადების წარდგენა შესაძლებელია საქართველოში შვეიცარიის საელჩოში, 2017 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ შემდეგი ბმული
გისურვებთ წარმატებებს!