გაცნობებთ, რომ კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი, პოლონეთი (Cracow University of Economics, Poland), აცხადებს სტუდენტების მიღებას მოკლევადიან საზაფხულო პროგრამაში SPINAKER - Heritage, Art and Business Intensive Programme მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამის ფარგლებში იგეგმება სტუდენტებისთვის 12 სხვადასხვა სალექციო კურსის შეთავაზება. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ კურსზე დასწრება არის სავალდებულო. პროგრამის დასრულების შემდგომ, გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
პროგრამა ჩატარდება ორ ეტაპად:
- მარტი - მაისი, 2023, ონლაინ რეჟიმში
- 15 - 23 ივლისი, 2023, კრაკოვის უნივერსიტეტში (8 დღიანი ვიზიტი)
პროგრამა არის სრულად დაფინანსებული, რაც ჯამში შეადგენს 5000 პოლონურ ზლოტს. დაფინანსება ითვალისწინებს მგზავრობისვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას და კრაკოვის უნივერსიტეტში ვიზიტის დროს ცხოვრების ხარჯის დაფარვას. სტუდენტების განთავსება კრაკოვის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში და კვება არის უფასო.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონეზე ფლობა, პროგრამა სრულად ინგლისურენოვანია.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა აქტიურმა სტუდენტებმა, შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა
- ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონის დამადასტურებელი ცნობა
- ნიშნების ფურცელი (მინიმალური კუმულაციური GPA უნდა შეადგენდეს 3.5-ს)
კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2023 წლის 5 თებერვლის ჩათვლით.
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია.
- კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება კრაკოვის უნივერსიტეტში
- სტუდენტების საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ და ჩარიცხვის წერილის გამოგზავნა.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.