გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის შესარჩევი კონკურსი

26 აგვისტო 2019

გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს საკონკურსო განაცხადების მიღებას გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის პოზიციაზე.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - 18-დან 25 წლამდე. დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

 

  • რეზიუმე;
  • მანდატის მიღების შემთხევაში განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა ინგლისურ ენაზე (17 000 ლარი);
  • ინგლისურ ენაზე დაწერილი თემა (მაქსიმუმ 500 სიტყვა, ფონტი -ზომა-11; Sylfaen, ხაზებს შორის დაშორება 1) შემდეგ საკითხზე: The phrase “no one left behind” is in the preamble of the sustainable development goals and is the theme of the first annual high level political forum on sustainable development. What does “no one left behind” mean, and why is it important for Georgia?.

 

განაცხადები მიიღება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კანცელარიაში დიმიტრი უზნაძის N52 ნაბეჭდი (ერთი ეგზემპლარი) და ელექტრონული სახით (კომპაქტ დისკი) 2019 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით.

 

პროგრამა სრულად ფინანსდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.