ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი

5 ივლისი 2018

გაცნობებთ, რომ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2018 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსს.

 

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს მათი სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას, თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობას, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას.

 

საპროექტო განაცხადის ტიპი - ინსტიტუციური

 

კონკურსის ძირითადი პირობები:

 

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში:

 

  • ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
  • ინჟინერია და ტექნოლოგიები
  • სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები
  • აგრარული მეცნიერებები
  • სოციალური მეცნიერებები
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები
  • საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები

 

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების კონკურსში გრანტის მოპოვების მიზნით, პროექტი უნდა წარმოადგინოს ახალგაზრდა მეცნიერმა, რომლებსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე 7 წლის განმავლობაში, და მასპინძელმა დაწესებულებამ ერთობლივად.

 

კონკურსში მასპინძელი დაწესებულების სახით მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (სსიპ), კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს (ა(ა)იპ), აგრეთვე, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება.

 

  • ახალგაზრდა მეცნიერს უნდა ჰყავდეს მენტორი მასპინძელი დაწესებულების აკადემიური/სამეცნიერო პერსონალიდან;
  • შესაძლებელია, ახალგაზრდა მეცნიერს ჰყავდეს კონსულტანტ(ებ)ი. კონსულტანტი შესაძლოა იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე;
  • პროექტში შესაძლოა ჩართული იყოს არა უმეტეს 2 დამხმარე პერსონალი

 

საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს ორი წელი.

 

ერთი საგრანტო პროექტისთვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს წელიწადში, 60 000 ლარს - ორ წელიწადში.

 

პროექტს შესაძლებელია ჰქონდეს თანადაფინანსება (დამატებითი ფინანსური წყარო), რომელიც ნაწილობრივ დაფარავს პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების ნაწილს.

 

ფონდიდან მოთხოვნილი თანხა მოიცავს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს: 

 

  • ახალგაზრდა მეცნიერის სტიპენდიას (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 15 000 ლარს)
  • კვლევითი საქმიანობის ხარჯებს (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 13 500 ლარს)
  • ზედნადებ ხარჯებს (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 1500 ლარს)  

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

 

2 აპრილი - კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით;

 

2018 წლის 18 აპრილს 16:00 საათზე, 3 მაისს 16:00 საათზე და 16 მაისს 16:00 საათზე - ჯგუფური კონსულტაციები;

 

18 მაისი - შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

 

30 აპრილიდან 25 მაისის 16:00 საათამდე - პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია;

 

28 მაისის 16:00 საათამდე - ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა;

 

ივნისი - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

 

ივნისი-ივლისი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ

 

ივნისი-ივლისი - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების წარდგენა საკონკურსო ექსპერტების და/ან ესპერტთა ჯგუფებისათვის, განხილვა, შეფასება, ერთიანი რანჟირებული სიის შედგენა და გამარჯვებულთა გამოვლენა

 

აგვისტო – გამარჯვებული პროექტ(ებ)ის ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დასაფინანსებლად დამტკიცება;

 

აგვისტო - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;

 

აგვისტო-სექტემბერი - ახალგაზრდა მეცნიერებთან ხელშეკრულების გაფორმება.

 

რეკომენდებულია, 5 აპრილიდან პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებამდე პროექტში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირები დარეგისტრირდნენ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS). ესენია: ახალგაზრდა მეცნიერი, მენტორი, მასპინძელი დაწესებულება და ასევე კონსულტანტი, თანადამფინანსებლი ან სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც პროექტს უზრუნველყოფს კვლევისათვის საჭირო მატერიალურ ტექნიკური ბაზით (არსებობის შემთხვევაში).

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

 

 

პროექტის მომზადებისთვის საჭირო მასალები და დანართები:

 

  • პირობები - დანართი 1
  • თავფურცელი (ნიმუში) - დანართი 2
  • საპროექტო წინადადება - დანართი 3 (GEO/ENG)
  • ახალგაზრდა მეცნიერის, მენტორისა და კონსულტანტის პროფესიული ბიოგრაფია -CV (ნიმუში) - დანართი 4 
  • მენტორის/კონსულტანტის თანხმობის წერილი - დანართი 5 (GEO/ENG)
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - დანართი 6 (GEO/ENG)
  • პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (ნიმუში) - დანართი 7 (GEO/ENG)
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 8 (GEO/ENG)
  • ცნობა მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე წვდომის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 9 (GEO/ENG)
  • ხშირად დასმული კითხვები

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული

 

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

 

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები
  • ხშირად დასმული კითხვების დოკუმენტი აიტვირთება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე

 

კოორინატორები: ნინო ბიწაძე; მეგი ქარცივაძე; ნატალია გვერდწითელი

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ 18/05/2018 - მდე დაუკავშირდეთ კონკურსის კოორდინატორს ელექტრონულ მისამართზე:  ys@rustaveli.org.ge

 

გისურვებთ წარმატებას!