გაცნობებთ, რომ იტალიის მთავრობა უცხოელი მოქალაქეებისთვის და უცხოეთში მცხოვრები იტალიელი მოქალაქეებისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას 2017-2018 აკადემიური წლისათვის საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტურანტურის საფეხურებზე სხვადასხვა მიმართულებით. სტიპენდია ყოველთვიურად შეადგენს 900 ევროს.
სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია 18-დან 36 წლამდე კონკურსანტებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამით გათვალისწინებულ აკადემიურ მოთხოვნებს.
განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ვებ-გვერდზე, ელექტრონულად.
განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2017 წლის 10 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიეთ ბმულს
გისურვებთ წარმატებებს!