J.F Oberlin Summer Session, 2019

15 აპრილი 2019

ობერლინის უნივერსიტეტი, ტოკიო, იაპონია (J.F Oberlin University, Tokyo, Japan) აცხადებს ბაკალავრიატის სტუდენტების მიღებას 4 კვირიან (1ივლისი - 27 ივლისი, 2019) საზაფხულო პროგრამაზე, იაპონური ენისა და კულტურის შესასწავლად.

 

პროგრამის ღირებულება- JPY20,000 (იენი)

 

ღირებულება მოიცავს:

 

  • სწავლებას;
  • საცხოვრებელს;
  • შიდა დაზღვევას;
  • კულტურულ ღონისძიებებს;

 

დაინტერესების შემთხვევაში,გთხოვთ, დარეგისტრირდეთ მოცემულ ბმულზე, 2019 წლის 15 აპრილის ჩათვლით.

 

საზაფხულო პროგრამის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ხოლო შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ პროგრამის საკონტაქტო პირს ელექტრონულ მისამართზე -intl@obirin.ac.jp