იაგელონის უნივერსიტეტი, პოლონეთი, (Jagiellonian University, Poland) კრაკოვის პედაგოგიურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, გიწვევთ ჟან მონეს მოდულის წლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად. კონფერენციის სახელწოდება გახლავთ „Citizen-centric eGovernment in the European Union“.
კონფერენცია ტარდება ჟან მონეს მოდულის - „eGovernment - European Challenges for Public Administration in EU Member States and Partner Countries eGovEU+“ ფარგლებში.
კონფერენცია ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (კრაკოვში, ასევე ონლაინ პლატფორმის მეშვეობით) მიმდინარე წლის 8-9 ივნისს.
მონაწილეობის საფასური განისაზღვრება მონაწილეობის ფორმის მიხედვით, კერძოდ:
- კონფერენციაში ფიზიკური მონაწილეობა და ნაშრომის წარდგენა: 450 PLN;
- კონფერენციაში ფიზიკური მონაწილეობა, ნაშრომის წარდგენის გარეშე: 250 PLN;
- კონფერენციაში მონაწილეობა და ნაშრომის წარდგენა ონლაინ: 250 PLN;
- კონფერენციაში ონლაინ მონაწილეობა (ნაშრომის წარდგენის გარეშე) არის უფასო.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა, და წარადგინონ მოკლე აბსტრაქტი (დაახლ. 200 სიტყვა).
აპლიკაციის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 7 აპრილი.
დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტი.
გისურვებთ წარმატებას!