ჯან მონეს მოდული „CoRiMaR“ - საზაფხულო სკოლა

20 აპრილი 2023

ჯან მონეს მოდულის „CoRiMaR“ (მომხმარებლის უფლებები და ბაზრის რეგულირება ევროკავშირში) საქმიანობის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტების კონსორციუმის ჩართულობით, უდინის უნივერსიტეტში, იტალია (University of Udine, Italy)  ეწყობა რიგით მე-16 საზაფხულო სკოლა.


პროგრამა ჩატარდება 2023 წლის 12-21 ივლისს უდინში, იურიდიულ და ეკონომიკურ მეცნიერებათა კამპუსში.

 

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კავკასიის სამართლის, ეკონომიკის და სახელმწიფო მართვის (საერთაშორისო ურთიერთობები) სკოლის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.

 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა იცოდნენ ინგლისური ენა და იცნობდნენ ევროკავშირის კანონმდებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროგრამის განმავლობაში მოხდება შესაბამისი მასალის შესწავლა დამატებით.

 

დაინტერესებულმა პირებმა პროგრამის ორგანიზატორებს ელექტრონულ მისამართზე: ip.europeanlaw.uniud@gmail.com უნდა გაუგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:

 

  • რეზიუმე;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ოფიციალური ნიშნების ფურცელი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.

 

პროგრამის საფასური:

30 აპრილამდე რეგისტრაციის შემთხვევაში:


ადგილზე: 550 ევრო
ონლაინ: 350 ევრო

30 აპრილის შემდეგ, 31 მაისამდე რეგისტრაციის შემთხვევაში:


ადგილზე: 650 ევრო
ონლაინ: 450 ევრო

 

ადგილზე მონაწილეობის შემთხვევაში საფასური ითვალისწინებს განთავსების ხარჯებს 16-22 ივლისის ფარგლებში, უნივერსიტეტის საცხოვრებელში.

 

ფრენის ხარჯებს მონაწილე ფარავს თავად.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ip.europeanlaw.uniud@gmail.com

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ დანართი.

 

გისურვებთ წარმატებას.