Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის, Lille Catholic University

10 იანვარი 2022

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს Erasmus+ ის გაცვლით პროგრამას ადმინისტრაციული პერსონალისთვის ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში, საფრანგეთი (Lille Catholic University, France) მობილობისთვის.

მობილობის პერიოდი: 21-25 მარტი, 2022.

 

პარტნიორ უნივერსიტეტში ვიზიტი მოიაზრებს საერთაშორისო კვირეულის პროგრამაში (International Staff Week) მონაწილეობას. საერთაშორისო კვირეულის თემაა: Innovation in teaching- learning& student experience and sustainable development. 

 

Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის  შესაბამისად.

 

განაცხადების წარმოდგენა შეუძლია:

 

  • კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დასაქმებულ პერსონალს

 

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა და შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა ინგლისურ ენაზე: 

 

  • საერთაშორისო პასპორტის ასლი
  • EUROPASS CV
  • 1 სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი. 

 

       არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:

  • იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი.

 

კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2022 წლის 23 იანვრის ჩათვლით შემდეგ მისამართზეir@cu.edu.ge .

 

კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს  უნივერსიტეტის დასახელება და თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული

 

შერჩევის პროცედურა

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც ჯერ არ უსარგებლია Erasmus+ მობილობის პროგრამით;
  • საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა დაინიშნოს გასაუბრება ან ტესტირება ინგლისურ ენაში;
  • კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მოხდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
  • ადმინისტრაციული პერსონალის საბოლოო შერჩევა  მოხდება  ლილის კათოლიური უნივერსიტეტის შესარჩევი კომისიის მიერ

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.

 

გისურვებთ წარმატებას!