რედბაუდის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა 2024

27 მარტი 2024

გაცნობებთ,რომ კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის, რედბაუდის უნივერსიტეტში, ნიდერლანდები (Radboud University,Netherlands) საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

 

საზაფხულო პროგრამა სრულად არის დაფინანსებული (ორმხრივი ავიაბილეთი, სტიპენდია, სტიპენდიიდან ასევე დაიფარება სასწავლო კურსის ღირებულება და მონაწილეობის საფასური) Erasmus+ ის საერთაშორისო მობილობის პროექტის ფარგლებში. ერაზმუსის დაფინანსება გაიცემა ადგილზე, ფიზიკური მობილობის დროს.

 

დაინტერესებულმა სტუდენტმა განაცხადი უნდა გააკეთოს მაქსიმუმ 2 სალექციო კურსზე, რომელთაგანაც, რედბაუდის უნივერსიტეტი დაადასტურებს სტუდენტის მონაწილეობას მხოლოდ ერთზე. კურსის შერჩევისას გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ პროგრამის ხანგრძლივობა აუცილებლად უნდა იყოს 5 დღე, რადგანაც დაფინანსება მხოლოდ ფარავს 1 კვირიან მობილობას. 

 

მონაწილეობის კრიტერიუმები:

 

  • კანდიდატიაუცილებლადუნდა იყოს დასაქმებული კავკასიის უნივერსიტეტში;
  • უნდაჰქონდესაქტიური სტუდენტის სტატუსი განაცხადის შემოტანისას

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

 

  • საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • EUROPASS CV;
  • ნიშნების ფურცელი(მინიმალური GPA- 3.0, ოთახი D10);
  • სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ოთახი D10);
  • 1 სამოტივაციო წერილი (გთხოვთ, მიუთითეთ თქვენს მიერ არჩეული საზაფხულო სკოლის თემა და დაასაბუთეთ, ამ კურსის გავლა როგორ დაგეხმარებათ თქვენს სადისერტაციო ნაშრომში ან კვლევით სტატიაში. მაქსიმუმ 1 გვერდი.)

  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან.

კანდიდატებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2024 წლის 10 აპრილის ჩათვლით შემდეგ  ელექტონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge

 

შერჩევის პროცედურა:

 

  • სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • შერჩეული კანდიდატების ნომინირება რედბაუდის უნივერსიტეტში;
  • სტუდენტების საბოლოო შერჩევა რედბაუდის უნივერსიტეტის მიერ და ოფიციალური თანხმობის წერილის მიღება;

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.

 

გისურვებთ წარმატებას!