Koç University Summer School, 2019

4 აპრილი 2019

გაცნობებთ, რომ კოჩის უნივერსიტეტი, თურქეთი (Koç University, Turkey) აცხადებს სტუდენტების მიღებას „საერთაშორისო მიგრაციის“ საზაფხულო  პროგრამაზე (1-19 ივლისი,2019).

 

პროგრამის ფარგლებში, საშუალება მოგეცემათ დაესწროთ მოწვეული ლექტორების  ლექციებს, მოუსმინოთ სტუდენტთა პრეზენტაციებს, ჩაერთოთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დგეგმილ საგანმანათლებლო ღონისძიებებში და  მიიღოთ მონაწილება სხვადასხვა სახის აქტივობებში.

 

პროგრამის ღირებულება შეადგენს 1250 $- ს.

 

რეგისტრაციის საბოლოო ვადაა - 2019 წლის 3 მაისი. აპლიკაციის შესავსებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს

 

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად  ეწვიეთ უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდს.

 

გისურვებთ წარმატებას!