კოჩის უნივერსიტეტი, თურქეთი (Koc Univerity, Turkey), აცხადებს მონაწილეთა მიღებას საზაფხულო სკოლაში: „ევროკავშირის სამართალი და დიჯიტალიზაცია“, რომელიც გაიმართება ონლაინ ფორმატში, 4-7 ივლისს.
საზაფხულო სკოლა ორგანიზებულია Erasmus+ მიერ დაფინანსებული პროექტის „Digitalisation and EU Law" (DIGITEUL)“ ფარგლებში. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ სამართლის მაგისტრანტებს.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- Digitalization and Competition Law
- Digital Services and Digital Single Market
- Artificial Intelligence and EU Law
- Data Protection
- Digitalization and Consumer Protection
- Digitalization and Labor Law
- Digitalization and Corporate Governance
- Digitalization and Diversity
- Digitalization and Sustainability
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, არაუგვიანეს 22 ივნისისა, უნდა გააგზავნონ სამოტივაციო წერილი (მაქს. 200 სიტყვა) და CV შემდეგ მისამართზე: digiteul@ku.edu.tr
პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა უნდა მოამზადონ ესსე არჩეულ თემატიკასთან დაკავშირებით.
გისურვებთ წარმატებას!